27 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
სასულიერო პირების მწვავე პროტესტი - კანაფის კულტივაციის კანონპროექტი შესაძლოა პარლამენტიდან გაიწვიონ

კანაფის კულტივაციის კანონპროექტი შესაძლოა პარლამენტიდან გაიწვიონ. ამის შესახებ დღეს მმართველი გუნდი ალაპარაკდა. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაცია/ექსპორტის პროექტის უკან გაწვევის შესაძლებლობა არა მარტო სიტყვით, წერილობითი განცხადებითაც დაადასტურა.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დროებით მოგვარდა საკითხი, რომელსაც სამღვდელოება მწვავედ დაუპირისპირდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამ განცხადების გაკეთებამდე პროექტის დადებით მხარეებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი განმარტავდა და კანაფის კულტივაციიდან მიღებულ სარგებელსა და ეკონომიკურ შემოსავალზე საუბრობდა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ საზოგადოების პროტესტი დიდ ტალღას ვერ გაუძლო, მიუხედავად იმის, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ პროექტის დაჩქარებულად მიღებას გეგმავდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საკუთარი თანაგუნდელების გასაგონად თქვა, რომ მმართველი გუნდი ემოციურ პოლემიკაში კანაფის წარმოების თემაზე აღარ ჩაერთვება, ვიდრე გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან კონსენსუსის შედეგად არ მიიღებენ.

„მცენარე კანაფის კულტივაცია“ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ იმ გამონაკლისი კანონპროექტების რიცხვშია, რომელის სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტში შევიდა და დარეგისტრირდა, თუმცა აგორებული პროტესტის ფონზე დაჩქარებული განხილვის ნაცვლად უკან გაწვევის მოლოდინით შეჩერდა.

დღის ამბები