27 დეკემბერი 2024,   07:52
ვრცლად
დაძაბული განხილვა პარლამენტში - ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობა დაპირისპირების ფონზე წარიმართა

მწვავე და დაძაბული განხილვა პარლამენტში - ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობა დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

"ევროპული საქართველოს"  მიერ მომზადებულ დოკუმენტზე მსჯელობას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის მხრიდან უხეში შეფასებები და ოპონენტების მისამართით კი შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოყვა.

„აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ცინიკოსებიც ხართ, უტიფრებიც ხართ, უზრდელებიც ხართ და კიდევ მეტი, კიდევ თავს ვიკავებ. წულუკიანი გყავდათ დაკითხვაზე და ორი წუთის მეტი, დამამთავრებინე, ხმას დაუწიე! და ამის თქმაც მინდოდა, ჯერ ერთი, ან რა მორალური უფლება გაქვთ მან რომ ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცებს. ან კომისიის წევრობა და ხელმძღვანელობა რათ გინდათ, წარმოდგენა არ მაქვს. ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, ხმას დაუწიე, როცა ვლაპარაკობ, იდიოტო შენა,“ - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

სიტყვიერი დაპირისპირებას უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვითარება მხოლოდ შესვენების გამოცხადების შემდეგ განიმუხტა. თუმცა, დაპირისპირება პარლამენტის დარბაზში გაგრძელდა.

ამ დროისთვის პლენარულ სხდომა დასრულებულია. ხვალ კი დეპუტატები უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტზე იმსჯელებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები