27 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
მიმდინარეობს კარგა ხანია, რეკეტი, ჩვენ გვაქვს ახლა „ომეგა ჯგუფზე“ გამოძალვა, რეკეტი, ფულის გათეთრება - ოქუაშვილი 

„ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერებსა და ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით პირველ ვრცელ განცხადებას აკეთებს.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და „ომეგა ჯგუფი“ ერთადერთი ბიზნესი არ არის, რომელიც სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლია.

„მიმდინარეობს კარგა ხანია, რეკეტი. კერძოდ, ჩვენ გვაქვს ახლა „ომეგა ჯგუფზე“ გამოძალვა, რეკეტი, ფულის გათეთრება, არ ვიცი, რა ჩამოვთვალო და ახლაც ვსაუბრობთ გახსნილად. მთავარია, რომ ამ გახსნილ საუბარს ჰქონდეს როდესღაც შედეგი. შედეგი ის, რომ შეჩერდეს საქართველოში კრიმინალური მოღვაწეობა მთავრობის მხრიდან,“ - განაცხადა ოქუაშვილმა.

ოქუაშვილის თქმით, სკანდალურ აუდიოჩანაწერში მოქმედი სუბიექტები, მათ შორის, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი გაცილებით მეტს ისაუბრებს, თუ სამართალდამცავი ორგანოების ნება იქნება.

„ყიფიანმა და სხვა მოქმედმა კრიმინალურმა წევრმა, შეიძლება ბევრი რამ თქვას და თუ კანონი იმოქმედებს, უფრო ბევრს იტყვიან უკვე, როცა მაგენი იქნებიან აყვანილები,“ - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ზაზა ოქუაშვილი რეკეტის შესახებ საუბრისას არაფორმალურ მმართველზე, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზეც მიანიშნებს, როდესაც აცხადებს, რომ ბიზნესზე ზეწოლა ჯაჭვურად ხორციელდება.

„გვაქვს საქმე „ოცნების“ დამფუძნებელთან აგრეთვე და ეს ჯაჭვი არსებობს, ეს ჯაჭვი გრძელდება, ამას ნელ-ნელა ვიგებთ და გვაქს საქმე რეალურ კანონდარღვევებთან და თუ ჩვენ ყველა აბსურდზე ვიმსჯელეთ, მთავარი გვრჩება - ეს ხალხი დღესაც ყვლეფს სახელმწიფოს, ანადგურებს ბიზნესებს, ისაკუთრებს ბიზნესებს,“ - განაცხადა ოქუაშვილმა.

დღის ამბები