22 დეკემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში - სამოქალაქო სექტორი საგამოძიებო უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს 

სამოქალაქო სექტორი ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ძალადობას გმობს. სპეციალურ განცხადებას ხელს 5 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მსგავსი ინციდენტები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხდება. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტური გამოძიება ჩაატარონ და ძალადობაში მონაწილე პირები კანონის მიხედვით დაისაჯონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები