22 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი საჩხერეში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი საჩხერეში მხარდამჭერებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

საჩხერეში მოსახლეობა სასმელი წყლის, ინფრასტრუქტურის პრობლემებს და მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონს უჩივის.

ადგილობრივები უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებასა და უმუშევრობაზეც საუბრობენ.

„ეს არჩევნები ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც უჭირს, ვისაც არ ყოფნის პენსია, ვისაც მოუხსნეს სოციალური, ვისაც არ ააქვს სტუდენტისთვის გადასახდელი განათლების თანხა, ვინც იძულებულია საქართველოდან წავიდეს და უცხოეთს იცხოვროს, თითოეულ ასეთ ადამიანს ეკუთვნის ეს არჩევნები. ეს არის მათი შანსი შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები