22 დეკემბერი 2024,   08:15
ვრცლად
პარლამენტის თბილისში გადატანა საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს - ხათუნა გოგორიშვილი

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს.

ხათუნა გოგორიშვილი მმართველ გუნდს რეგლამენტში ცვლილებების შესატანი გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.  

„ეს ნიშნავს, რომ ქუთაისს, გარდა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი აღარ ექნება, აქ ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის წევრები აღარ ჩამოვლენ, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის აპარატის ასეულობით თანამშრომელი აღარ ჩამოვა, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილების და შემოსავლის მოკლება ქუთაისელებისთვის და არანაირად საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა.

ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შსს-ს პოლიციის აკადემია და 112 განთავსდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები