22 დეკემბერი 2024,   07:45
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ კამპანიას დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ეწევა - ენმ უწყებათაშორის კომისიას და ცესკო-ს რეაგირებას სთხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ შავ პიარს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი  დიმიტრი სამხარაძე ეწევა - განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი აკეთებს.

მისი თქმით, სწორედ დიმიტრი სამხარაძე ავალებს მერებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანია აწარმოონ.

ბოტკოველის განცხადებით, ეს კანონდარღვევაა, რის გამოც პარტია აპირებს უწყებათაშორის კომისიასა და ცესკოს მიმართოს.  

„ამის ავტორი არის ერთი პიროვნება საქართველოს პარლამენტის წევრი ვინმე სამხარაძე, რომელიც არის მათი რეგიონალური სამსახურის უფროსი ის დაწერს ასეთ სიბინძურეს, დანარჩენი მერები და გამგებლები, არამარტო კახეთში, იწყებენ ამის გაზიარებას.

ეს არის კანონის დარღვევა. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია პასუხი მოსთხოვოს ყოველ ასეთ საქციელზე ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კანონის დარღვევა რომელზეც პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა პიროვნებებმა.

ჯერ მოდის დავალება ივანიშვილისგან, მერე მიდის სამხარაძესთან და სამხარაძე ავრცელებს. ამ ყველაფერს იღებენ მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ვრცელდება შემდეგ დაბლა სამსახურებში. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, არ გიშველით ეს სიბინძურე“-ამბობს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები