22 დეკემბერი 2024,   07:27
ვრცლად
რეკეტი სახელმწიფოს სახელით - ნატო ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ "ომეგა ჯგუფზე" განხორციელებული ზეწოლის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას 

რეკეტი სახელმწიფოს სახელით და "ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმის გაგრძელება - პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება, სადაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

ნატო ჩხეიძეს არ აქვს იმედი, რომ საგამოძიებო მოქმედებები სათანადოდ ჩატარდება და კანონის შესაბამისად, დაკითხავენ აუდიოჩანაწერის ერთერთ ფიგურანტს, სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს.

„მე ვფიქრობ, რომ როგორც წესია და რიგია, ლევან ყიფიანსაც არ დაკითხავენ და ძალიან რბილად მოექცევიან, როგორც უკვე ვნახეთ, რომ ასე მოხდა,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფს“ მიზანმიმარათულად შეუქმნეს პრობლემები და სასამართლოშიც კი აქვთ გასაჩივრებული ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება იმას, რომ მოთხოვნები იყო და მე ეს ყველაფერი ვიცოდი, ცხადია, ვიცოდი, მაგრამ სწორედ ამიტომ იყო ის პრობლემები „ომეგა ჯგუფში“. სწორედ ამიტომ იყო რომ არ იხილავდნენ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნას. სწორედ ამიტომ იყო, რომ იმ ვალდებულებებს, იმ კანონს ისინი არ ასრულებდნენ და არამცთუ არ ასრულებდნენ, აქამდე არ შეუსრულებიათ და სასამართლოსაც მიაკითხა „ომეგა ჯგუფმა“ რომ ფინანსთა სამინისტრომ შეასრულოს კანონი და ჯერჯერობით სასამართლოდანაც გამოხმაურება არ არის,“ - განაცხადა ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ განვითარებული პროცესების უკან, ბიძინა ივანიშვილი დგას. 

„იცით საინტერესო რა არის, რომ ეს ჩვენი მთავრობის წევრები კონტრიბუციასაც ითხოვდნენ კანონის შესრულებაში და ტელევიზიის არ არსებობასაც ითხოვდნენ კანონის შესრულებაში. დიდი სქემები ყოველთვის იმართება ზევიდან, ვერტიკალიდან და ვერტიკალის თავიდან, ეს ასეა, დიდი სქემები იქიდან იმართება და პატარა სქემები პატარა რგოლებიდან,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები