22 დეკემბერი 2024,   06:52
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დარბაზიდან გაიქცნენ - მამუკა მდინარაძე

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ტოვებენ დარბაზს იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე და ისინი ამ დარბაზიდან გაიქცნენ,“- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებას.

საკანონმდებლო ორგანომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ანგარიშს კენჭი უნდა უყაროს, თუმცა ანგარიშის მოსმენა საპარლამენტო უმცირესობის გარეშე გაგრძელდა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული დადგენილება, "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ მოტივებს არ შეიცავს.

„ჩვენი დოკუმენტი არ შეიცავს არცერთ დეტალს, არცერთ ჩანაწერს, რომელშიც შეიძლებოდა ამოკითხულიყო პოლიტიკური მოტივი, ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა სხდომა. მათ ვერ ექნებოდათ რეკომენდაციასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არგუმენტი და ბოლოს რა უნდა ეთქვათ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები