27 დეკემბერი 2024,   04:15
ვრცლად
"შენ მორალს ნუ მიკითხავ" - "ევროპული საქართველოს" მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებას, პარლამენტში ხმაური მოჰყვა

საკანონმდებლო ორგანომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ანგარიშს კენჭი უნდა უყაროს, თუმცა ანგარიშის მოსმენა საპარლამენტო უმცირესობის გარეშე გაგრძელდა.

„ევროპულმა საქართველომ“ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დასკვნით მმართველი გუნდი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადვოკატად წარმოჩინდა და შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის განხილვას აზრი ეკარგება.

„იმის გამბედაობაც კი არ გაქვთ თურმე აქამდე, რომ გამოძიება დაიწყოს იმ საქმეების დარღვევებზე, რომელიც ჩვენ ერთად აღმოვაჩინეთ ამ კომისიის ფარგლებში. მინდა, დავასრულო, ბევრი საუბრის აზრიც არ არის. რეკომენდაციები, კომისიის დასკვნა გამოქვეყნებულია. მეტ არანაირ ლეგიტიმაციას კომისიის დასკვნა აღარ საჭიროებს, ყველაფერი საჯაროა. ამას მხარს უჭერს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებამ ყველაფერი თავისი თვალით ნახა, ყველაფერი კარგად მოისმინა, აწი ბურთი თქვენს მოედანზე, ამის იქით, როგორც ჩათვლით, ისე მოიქეცით,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შესახებ საპარლამენტო უმცირესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში მცირე ხმაური მოჰყვა.

"შენ მორალს ნუ მიკითხავ,“- მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები