27 დეკემბერი 2024,   04:07
ვრცლად
დავით ბაქრაძემ ჭიათურაში მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი წინა საარჩევნო შეხვედრებს იმერეთში განაგრძობს. დავით ბაქრაძემ ჭიათურაში მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებები, ფუნქცია და მას არაფერი ეხება. კონკრეტულად ჭიათურა არის მაგალითი, რა შეიძლება, შეცვალოს პრეზიდენტმა, რომელიც იმუშავებს იმიტომ, რომ ერთი სერიოზული უცხოური ინვესტორის ჩამოყვანით ჭიათურაში შეიძლება ათასობით ოჯახმა იცხოვროს უკეთესად,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები