საზარელი თავდასხმა მოხდა ნიუ-იორკის ბაგა-ბაღში. ცენტრის თანამშრომელმა ცივი იარაღით სამი ჩვილი ბავშვი, მათი მამა და თანამშრომელი დაჭრა.
პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია. ძალოვანების განცხადებით, თავდამსხმელი შუა ხნის ქალია, თავდასხმის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.
მის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, უცნობია დანაშაულის მოტივიც.