27 დეკემბერი 2024,   03:38
ვრცლად
მორიგი სკანდალი თავდაცვის სამინისტროში - უწყებაში განხორციელებულმა თაღლითურმა სქემამ, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა

თავდაცვის მინისტრი მორიგ სკანდალში ეხვევა - ლევან იზორიას უწყებაში განხორციელებული თაღლითურის სქემა მთავარი მაკონტროლებელი ორგანოს, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოხვდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევების ნაწილს უკვე პროკურატურა იძიებს.

თაღლითურმა სქემამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა. სამინისტროს საფინანსო სამსახური ფულს ყოფილი თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა, სად მიდიოდა შემდეგ ეს ათი ათასობით ლარი, ამას უკვე გამოძიება ადგენს.

სამინისტროში ახლა ამბობენ, რომ გამოძიება დასრულდა და ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში თუმცა ხუთიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული. პარლამენტის წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ სკანდალური ფაქტები თავდაცვის სამინისტროში იმდენად ხშირია, რომ მინისტრის მძიმე კითხვებზე პასუხების გაცემა პარლამენტში მოუწევს.

ლევან იზორიას მინისტრების პერიოდში 62%-ით გაიზარდა წარმომადგენლობით ხარჯები ანუ ფული, რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულის შესახებ მიუთითებს. საუბარია, წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციაზე.

2015 წლის მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს გასაწევ ხარჯებზე შეზღუდვები დაუწესდათ, 20 პროცენტით უნდა შემცირებულიყო წარმომადგენლობით ხარჯები. თუმცა თავდაცვის სამინისტროში პირიქით მოხდა. 2017 წელს წინა წლებთან ორჯერ მეტად გაიზარდა ხარჯები.

უწყების ირგვლივ ბოლო დროინდელ არცერთ სკანდალთან დაკავშირებით ლევან იზორია განმარტებებს არ აკეთებს. თავდაცვის მინისტრი დიდი ხანია მედიასთან არ გამოჩენილა. 

დღის ამბები