27 დეკემბერი 2024,   03:13
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილებას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანომ ცნობად მიიღო დასკვნა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შეიმუშავეს.

საპარლამენტო უმცირესობამ დღეს სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას განიხილავდნენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. „ევროპული საქართველო“ არ იზიარებს არც მმართველი გუნდის პოზიციას და არც იმ შეფასებებს, რაც მათ დასკვნას მოჰყვა.

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული დადგენილების განხილვაში კი „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობის მიღება არ ისურვა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

ოპოზიციის დემარშის შემდეგ „ქართული ოცნება“ დარბაზში მარტო დარჩა. მმართველი გუნდის წევრების გამოსვლები ძირითადად „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული დასკვნისა და ავტორების კრიტიკას დაეთმო.

ორივე დოკუმენტი შესაბამისი უწყებებისთვის კონკრეტულ რეკომენდაციებს მოიცავს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

დღის ამბები