სადისტურად მოკლული გეორგ სარქისიანის საქმეზე, რომელსაც საკუთარ სახლთან 15-მა თავდამსხმელმა 22 ჭრილობა მიაყენა, დაკავებული ამ დრომდე არავის არის. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე რამდენიმე კვირის წინ დაადგინა, თუმცა ბრალდებულის დაკავებას ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„კურიერის“ ინფორმაციით, ერიკ მხითარიანმა საოკუპაციო საზღვარი გადაკვეთა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმალვა შეძლო. ერთ-ერთი ვერსიით, მძიმე დანაშაულში ბრალდებულს გაქცევაში საჯარო მოხელე - წალენჯიხის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეხმარებოდა.
წალენჯიხის საკრებულოს მაღალჩინოსანი პოლიციამ უკვე დააკავა. უჩა მოლაშხიას ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წაუყენეს.
საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ საჯარო მოხელეს მკვლელობაში ბრალდებულმა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანის სანაცვლოდ, 2000 დოლარი შესთავაზა. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთამდე ბრალდებული მხითარიანი თავს სწორედ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომლის ოჯახს აფარებდა. ეს ინფორმაცია ბრალდებული ცოლმა „კურიერს“ დაუდასტურა.
მოკლული 22 წლის გეორგ სარქისიანის ოჯახი დღესაც დარწმუნებულია, რომ ჭრილობები ახალგაზრდას სხვადასხვა დანით მიაყენეს და მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. გარდაცვლილის და ეჭვობს, რომ დამნაშავეებს ხელისუფლება მფარველობს.
ავტორი: ემა გოგოხია.