საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, ირანის მოქალაქეები - 1990 წელს დაბადებული მ.შ და 1980 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ შ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას თურქეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით, ნ.ს. კი ჩეხეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით ცდილობდა," - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს.