08 დეკემბერი 2024,   22:52
ვრცლად
უშიშროების საბჭოში, განათლების სისტემაში, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი უნდა იქნას - მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში საპატრიარქოს წარმომადგენლის ყოფნის აუცილებლობას ხედავს.

მეუფე ანტონი შაბათის კურიერთან საუბრისას აცხადებს, რომ არის ისეთი საკითხები, რომლებიც სახელმწიფო მოხელეებმა სასულიერო პირების ჩართულობით უნდა გადაწყვიტონ.

მეუფე ანტონი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, თუნდაც, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ძალაუნებურად“ გამოვიდა სასულიერო პირების მხრიდან ხელისუფლებისთვის ძალის ჩვენება, როდესაც სამღვდელოება კანაფის მოყვანა/ექსპორტის წინააღმდეგ გამოვიდა.

„ძალაუნებურად გამოვიდა ძალის ჩვენება, არა ისე, რომ ახლა ეკლესია შეიკრიბა და ახლა მთავრობას ჩვენ ძალას გაჩვენებთ, არა, ძალაუნებურად. ეს არის სპონტანური მოქმედება და უკვე თავისთავად გამოჩნდა ეკლესიის ძალა და მე სინოდშიც რამდენჯერმე პირადად დავსვი ასეთი საკითხი, რომ იქნებ, ჩვენ მივმართოთ მთავრობას, რომ, როდესაც არის უშიშროების საბჭო, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ერის ინტერესებს, სადაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ესწრებოდეს ამ საბჭოს. განათლების სისტემაშიც, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი უნდა იქნას. ეს შეიძლება, გლახად ჟღერდეს და ვიღაცას მკვეთრად მოხვდეს, მაგრამ, თუკი კარგად დაუკვირდება, ასეთი რამ რომ მოხდეს, პრევენციული ზომები რომ მივიღოთ, უკვე თავიდანვე ეცოდინებათ რაღაცნაირად, ვთქვათ, განათლების სამინისტროში ღებულობენ რაღაც პროექტს, მერე სულ ჯახი მოდის ჩვენთან. მოდი, იქვე იყოს ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც მისცემს მიმართულებას,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა.

დღის ამბები