27 დეკემბერი 2024,   01:15
ვრცლად
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 25 კანდიდატია, მათგან 19 პოლიტიკური პარტიის, 6 კი საინიციატივო ჯგუფის წევრია. ცესკო-ს სულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილით 46-მა კანდიდატმა მიმართა.

„საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო, 21 კანდიდატობის მსურველს ეთქვა უარი. აქედან, ერთ საინიციატივო ჯგუფს საარჩევნო დოკუმენტაციაში ხარვეზის შეუსწორებლობის გამო, ასევე ერთ პოლიტიკურ პარტიას , რომელიც არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს, მათ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები