09 დეკემბერი 2024,   01:03
ვრცლად
კახეთში რთველი გრძელდება - სოფლის მეურნეობის მინისტრი ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესს  გაეცნო 

კახეთში რთველი გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესს ღვინის საწარმოებსა და საოჯახო მარანში გაეცნო.

ლევან დავითაშვილი, ასევე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანს ესტუმრა. ასევე, მინისტრი იმყოფებოდა სოფელ სანავარდოში და კომპანია "ასკანელების" ახალგახსნილი საწარმოს მუშაობას გაეცნო.

„კახეთში რთველი დასასრულს უახლოვდება. ამ დროისათვის 30 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც შარშანდელ მოსავალს მთლიანად აღემატება. წელს, განსაკუთრებით წარმატებულად მიდის რთველი, იმის გამო რომ სუბსიდიის გარეშე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმო, როგორც დიდი, მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები, ისე კოოპერატიული საწარმოები, რომელიც ჩვენი დახმარებით შარშან შეიქმნა დღეს უკვე წარმატებით მუშაობენ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები