27 დეკემბერი 2024,   06:48
ვრცლად
გააქტიურებული ტროლები და მოახლოებული არჩევნები - ყალბი ფეისბუქ გვერდების 99% ოპოზიციის საწინააღმდეგოდ არის მიმართული

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პარალელურად კი უფრო და უფრო აქტიური ხდებიან ყალბი გვერდები. სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ჩნდება პოსტები, ფოტოკოლაჟები ან ვიდეოები ხმაურიანი სათაურებით და ზოგჯერ, მდარე იუმორით - ე.წ. ჯალათების სიები, რომელთა შეწყალებასაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გეგმავს, მუქარის წერილი, რომელსაც, თითქოს, ვანო მერაბიშვილი აგზავნის ციხიდან და ა.შ.

დეზინფორმაცია, რომელიც ამ პოსტებით ვრცელდება, გათვლილია ამომრჩეველზე, რომელიც ძირითადად სკანდალური სათაურებით და თვალში საცემი ფოტომონტაჟით კმაყოფილდება და ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ.

ბევრი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ამ პოსტების დიდი ნაწილის მხარდამჭერი და დამფინანსებელი  ხელისუფლებაა. მათ შორის ისიც, რომ  ყალბის გვერდების 99% ოპოზიციის საწინააღმდეგოა.

ამასთან, ხშირად მსგავსი შავპიარული მასალების გავრცელებაში აქტიურ როლს უმრავლესობის წევრები თამაშობენ, რომლებიც აქტიურად იზიარებენ სოციალური ქსელების საშუალებით ფეიქგვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს.

ისიც დაფიქსირებულია, რომ საჯარო მოხელეები ამ პოსტების გავრცელებით სამუშაო საათებში არიან დაკავებული, რაც ყველაფერთან ერთად, კანონდარღვევაც არის.

დღის ამბები