26 დეკემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ში  გაყალბებული სიების წარდგენაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსური წყაროებისა და უფასო საეთერო დროის მოსაპოვებლად ფიქტიურ სუბიექტებს არეგისტრირებს.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პრობლემაზე, რომელიც არის დაკავშირებული გაყალბებულ მხარდამჭერთა სიებთან. ესეც არის ნაცმოძრაობის სტილი. ისინი პატივს არ სცემენ არც საკუთარ ამომრჩეველს, არც სხვის ამომრჩეველს და მათ წარადგინეს გაყალბებული საარჩევნო სიები ცესკო-ში, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული ყველაფერთან ერთად.

"მინდა გავამახვილო ყურადღება ფიქტიური ბლოკების პრობლემაზე, როგორც მოგეხსენებათ არის რეგისტრირებული ფიქტიური სუბიექტები და ამ ფიქტიური სუბიექტების წყალობით „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს დამატებით დაფინანსებას საარჩევნო ადმინისტრაციიდან და ისინი ასევე იღებენ უფასო საეთერო დროს დამატებით - ეს არის პრობლემა, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ,“-განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები