22 დეკემბერი 2024,   06:04
ვრცლად
შავი ფული "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად - ოპოზიცია აუდიტის სამსახურისგან მოკვლევის დაწყებას ითხოვს 

შავი ფული "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად - მორიგი სკანდალური აუდიო ჩანაწერების საქმეზე ოპოზიცია მოკვლევის დაწყებას აუდიტის სამსახურისგან ითხოვს.

ჩანაწერებში, რომელიც "კურიერმა" გაავრცელა საუბარია, რომ ერთი კოლოფი სიგარტიდან მმართველი პარტიის დასაფინანსებლად 2,5 თეთრი ირიცხება. კომპანია, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" ხარკის გადახდაზე საუბრობს შემომწირველთა სიაში არ არის.

არსებობს ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ფულს ქრთამის სახით იღებდა, რაც ოპოზიცის შეფასებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უნდა დაადგინოს.  

„ამაზე თვალსაჩინო და აშკარა ფაქტი, რომ საქმე გვაქვს შავ ფულთან, აღარ არსებობს. წარმოიდგინეთ 2016 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად აჩვენა 22 მილიონი ლარი, რომელიც დახარჯა კამპანიისთვის, დანარჩენი შემოსავალი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ამ შავი ფულის სახით. სიგარეტიდან, ნავთობპროდუქტებიდან. ბუნებრივია ვალდებულია აუდიტის სამსახური დაიწყოს დაუყოვნებლივ შესწავლა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიაში ამბობენ, რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ფულითაც კი აღარ უნდა დაფინანსება „ქართული ოცნების“. პარტიას, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს აფინანსებს საქართველოს მოქალაქეებისგან,“-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები