22 დეკემბერი 2024,   07:02
ვრცლად
გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს.

დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სუამი-იაპონიის მინისტერიალში, სადაც სხვადასხვა სფეროში იაპონიასთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ინტერესი სავაჭრო ინვესტიციების განვითარების საკითხის განხილვას მოჰყვა.

საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვდა ასევე ყურის ქვეყნებისა და ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის გენერალურ მდივნებს.
შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ნოემბერში საქართველოსა და ყურის ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობით პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

დღის ამბები