22 დეკემბერი 2024,   06:28
ვრცლად
მხარდამჭერთა სიების სავარაუდო გაყალბება - პროკურატურაში ცესკო-ს წარმომადგენლები გამოკითხეს

პროკურატურაში ცესკოს წარმომადგენლების გამოკითხვა დღის ბოლომდე გაგრძელდა.

პროკურატურა მხარდამჭერთა სიების სავარაუდო გაყალბებას, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე იძიებს.  

საგამოძიებო უწყებიდან ბოლოს ცესკო-ს მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი გამოვიდა. მისი თქმით, გამომძიებელთა კითხვები ძირითადად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სიებში პრემიერის ხელმოწერასა და ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა. მანამდე გამომძიებლების შეკითხვებს ცესკოს კიდევ ორმა წარმომადგენელმა უპასუხა. გაგრძელდება თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებული გამოკითხვები ამ ეტაპზე უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები