22 დეკემბერი 2024,   07:33
ვრცლად
მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ოცდღიანი პატიმრობა შეუფარდა 

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ოცდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციონერი არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებისთვის გაასამართლეს, რომელიც საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ 9 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

ბრალდების საფუძველი ნავალნის ვიდეო რგოლი და სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები გახდა, სადაც ის ადგილობრივი არჩევნების დღეს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებდა.

ემნესტი ინთერნეშენალის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერმა გისოსებს მიღმა 120 დღე გაატარა.

დღის ამბები