მაიკლ კორსი Versace-ს მოდის სახლს ყიდულობს. მხარეები ფასზე უკვე შეთანხმდნენ.
გარიგების თანხა ორი მილიარდი დოლარია. მაიკლ კორსი იტალიური ბრენდის გადაბარების შემდეგ კორპორაციას სახელსაც გადაარქმევს და მას კაპრი ჰოლდინგს უწოდებს.
დიზაინერი ფიქრობს, რომ შერწყმის შემდეგ, Versace-ს წლიური შემოსავალი 2 მილიარდს გადააჭარბებს. გაიხსნება ახალი მაღაზიები, შეიქმნება აქსესუარებისა და ფეხსაცმელების ახალი ხაზი.