27 დეკემბერი 2024,   04:59
ვრცლად
დაპირისპირება ვარდისუბნის საქონლის ბაზარში - დაკავებულ დავით ლეგაშვილს 2000-ლარიანი გირაო დაეკისრა

ვარდისუბანში, საქონლის ბაზარში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულ დავით ლეგაშვილს 2000-ლარიანი გირაო დაეკისრა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს იმსჯელა.

დაკავებულს, რომელიც ყოფილი პოლიციელია, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა, როდესაც სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გაუსწორდა.

ლეგაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

დღის ამბები