27 დეკემბერი 2024,   04:30
ვრცლად
„მე ჩემს თავს ვთვლი პოლიტიკურ პატიმრად" - კლინიკა "ლანცეტის" ყოფილი დირექტორი

„მე ჩემს თავს ვთვლი პოლიტიკურ პატიმრად," - ეს განცხადება კლინიკა ლანცეტის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა. 

ფარმან ჯეირანლი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

მსჯავრდებული საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს და კვლავ საუბრობს დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე.

კლინიკა ლანცეტის ყოფილი დირექტორი პროცესების გაჭიანურებასაც ამ მიზეზით ხსნის და ამბობს, რომ პროცესი რამდენჯერმე შეგნებულად არ გაიმართა. 

„მე ჩემს თავს ვთვლი პოლიტიკურ პატიმრად, მიჩნეულად დიქტატორ ილჰამ ალიევისა და ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის ჩემს ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის უხეში დარღვევა ადამიანის უფლებებისა, კერძო საკუთრებისა და ბიზნესის. ბოლო სასამართლოდან დღემდე 4 თვეა, მიზეზი სასაცილოა. ვითომ პირველად არ იყო ბადრაგი, ხოლო მეორედ გადაიდო იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იყო, მესამედ იმიტომ, რომ „ოჩერედია“.  სინამდვილეში რა ხდება, უბრალოდ მაშინ არ იყო დანიშნული არც პრემიერ-მინისტრი და არც მთავარი პროკურორი,“ - განაცხადა ფარმან ჯეირანლმა.

მსჯავრდებულის ამ განცხადებას მოსამართლე ნინო სანდოძემ უპასუხა და განუცხადა, რომ სასამართლო მის პრეტენზიებს ვერ მიიღებდა.

„ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს, ბატონო ფარმან, სასამართლო თქვენ ამ პრეტენზიას სასამართლოს მიმართებით, რომ თქვენს მიმართ რაიმე განსაკუთრებული მოხდა და სხდომა არ ჩატარდა იმ დროს, როდესაც იყო ის დანიშნული,“ - განაცხადა მოსამართლემ. 

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები