27 დეკემბერი 2024,   04:56
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

გიორგი მარგველაშვილი მე-14 საერთაშორისო ფორუმში „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმი გაეროს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, სამუშაო პანელზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

დღის ამბები