27 დეკემბერი 2024,   05:10
ვრცლად
10 მილიონი ლარი წელიწადში "ოცნების" შავი სალაროსთვის - თანხას მმართველი პარტია თამბაქოს ბიზნესით დაკავებული კომპანიებიდან იღებს

ათი მილიონი ლარი წელიწადში ქართული ოცნების შავი სალაროსთვის - ამ თანხას მმართველი პარტია თამბაქოს ბიზნესით დაკავებული კომპანიებიდან უკვე ცნობილი სქემით იღებს.

წელს 6,5 მილიონი ლარი ქართული ოცნების შავ სალაროში მხოლოდ თამბაქოს ბიზნესიდან შევიდა. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც კურიერმა შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა, ირკვევა, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან 1 სექტემბრამდე 241 მილიონზე მეტი აქციზური მარკა გაიცა.

გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიხედვით, ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის სალაროში 2,5 თეთრი ირიცხება. გამოდის, მხოლოდ რვა თვეში ოცნების შავი სალარო მხოლოდ სიგარეტის ბიზნესიდან 6 მილიონი ლარით შეივსო, წლის ბოლომდე კი ეს თანხა ათ მილონს მიაღწევს.

ოპოზიცია ამბობს, რომ შავი ფული, რომელიც თამბაქოს ბიზნესიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სალაროში მიდის, ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი საარჩევნო კამპანიას ხმარდება, მეორე ნაწილი კი მაღალჩინოსნების არაოფიციალურ ხელფასებს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ქართული ოცნების შავ სალაროში ფული მხოლოდ თამბაქოს მწარმოებლებისგან არ შედის. პარტიის შავ სალაროში ფულს იხდიან ნავთობპროდუქტების და მედიკამენტების იმპორტიორები.

მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნების დაინახა ათმა ქართულმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში. მესამე სექტორი დღეს პირდაპირ ამბობს, რომ სახეზეა ელიტური კორუფციის ნიშნები.

უმრავლესობა დღეს არასამთვრობოებს აკრიტიკებდა. ქართულ ოცნებაში მსგავს განცხადებებს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებენ.  

დღის ამბები