27 დეკემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით, კვირაზე მეტია, 8 ადამიანი შიმშილობს  

ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით, კვირაზე მეტია, 8 ადამიანი შიმშილობს.

ადგილობრივები კახა მახათაძის კაბინეტთან სხედან და სამუშაო ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

"დაისაჯოს კანონდამრღვევი, კორუმპირებული მერი!" - ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

ზესტაფონელები ამბობენ, რომ მერის მიერ კანონდარღვევაში კონკრეტული ფაქტები აქვთ.

მოშიმშილეები ზესტაფონის მერის მისაღების დატოვებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე კახაბერ მახათაძე თანამდებობას არ დატოვებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის მტკიცებით, მახათაძის დავალებით მას, პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ, 10 ათასი ლარი და მერიაში დასაქმებაც შესთავაზეს, თუმცა, თანხმობა ვერ მიიღეს. აქციის მონაწილეები კონკრეტულ კორუფციულ ბრალდებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მერმა მუნიციპალიტეტში საკუთარი სანაცნობო წრე დაასაქმა.

ზესტაფონის მერიასთან დღის ბოლოს კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ამჯერად შენობასთან მახათაძის მომხრეები შეიკრიბნენ და მოითხოვეს, რომ მოშიმშილეებმა მერის მისაღები გაათავისუფლონ. 

 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები