27 დეკემბერი 2024,   04:20
ვრცლად
ორ კვირაში "რუსთავი 2" იხილავთ, რა სახის მონტაჟთან გვაქვს საქმე - ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ფარულ ჩანაწერებზე

პროკურატურამ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გამოკითხვა.

ჩხარტიშვილის ადვოკატმა კურიერთან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა. ზაზა ხატიაშვილის თქმით, ჩანაწერები, სადაც ბიზნესმენი ფიგურირებს, დამონტაჟებულია.

ადვოკატის განმარტებით, გამოძიების დასრულებას არ დაელოდებიან და ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება თავად დაიწყეს.

„რაც კი კითხვები ჰქონდა, ჩვენ გავეცით ერთი პასუხი, ეს არის მონტაჟი და გამოიძიეთ, ვინ დაამონტაჟა, სად დამონტაჟდა, ვითხოვთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამდენი ხანია, გადის ეს ჩანაწერები და გამოძიებამ ვერ ჩატარა ექსპერტიზა. ჩვენ დავიწყეთ ექსპერტიზის ჩატარება. დაახლოებით, ორ კვირაში რუსთავი2 იხილავთ, თუ რა სახის მონტაჟთან გვაქვს საქმე. შემდეგ გამოძიება იძულებული იქნება, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, დაადგინოს, სად დამონტაჟდა. ჩვენ ვსაბრობთ მარტო ერთ ეპიზოდზე, რაც ჩვენ გვეხება,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ტელეკომპანია იბერიას საქმეზე ბოლო დღეებში უკვე არაერთი სკანდალური ჩანაწერი გამოქვეყნდა. ყველაზე ხმაურიანი, მათ შორის, ბოლო მასალაა, სადაც ტელევიზიის და ბიზნესის დათმობას ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის სახელით სთხოვდნენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები