მიტოვებული და მონატრებული შენობები აფხაზეთიდან - სოხუმის დაცემის დღეს თბილისი ფრანგი ფოტოხელოვანის გამოფენას უმასპინძლებს.
ორელიენ ვილეტმა სცადა, ყოფილიყო შუამავალი აფხაზეთის სიცოცხლით სავსე წარსულსა და ოკუპირებული რეგიონის დღევანდელ უიმედობას შორის.
ფრანგმა ფოტოგრაფმა აფხაზეთის სერია თავისი პროექტისთვის ”ადგილის სული” 2016 წელს გადაიღო.
ორელიენ ვილეტმა ბოლო 6 წელიწადში საქართველოში 10-ჯერ იმოგზაურა.
"სიჩუმის რეზოლუცია აფხაზეთიდან" - გამოფენა 27 სექტემბერს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება.