27 დეკემბერი 2024,   04:29
ვრცლად
მე ამაზე არ გავჩერდები, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა მივა ამერიკის სენატამდე, ევროპარლამენტში - პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი, პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი თავმჯდომარე, პაატა ბურჭულაძე, იავნანას საქმეზე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რაც მან ჩემზე ილაპარაკა, მე გეუბნებით გულწრფელად, მე მას ვაპატიე, იმდენი რამ აქვს ჩემზე ნალაპარაკები. მე მას ვაპატიე, როგორც ქრისტიანმა, მაგრამ მე არ მაქვს უფლება, რა დღეში ჩააგდო დღეს საქართველო, ამის პატიების უფლება მე არ მაქვს, ეს აპატიოს ღმერთმა და ქართველმა ხალხმა,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, სხვა ქვეყნების მომღერლებს ვეღარ სთავაზობს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან მისი რეპუტაცია შეილახა.

ბურჭულაძის თქმით, ქვეყნის რეპუტაციის შელახვის გამო, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებსაც შემოსავალი მოაკლდა.

მისი თქმით, მის უფლებებს ავსტრიელი ადვოკატი დაიცავს.

„დამიცავს მე ავსტრია, დამიცავს მე გერმანია. რა თქმა უნდა, მე ამაზე არ გავჩერდები, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა მივა ამერიკის სენატამდე, ევროპარლამენტში, ეს აუცილებლად იქნება, ამას ესენი ვერ გაექცევიან, ეს მავნებლები, ყველაფერზე იქნება პასუხი, მაგრამ სხვამ რა ქნას, ვინც არ არის ავსტრიის მოქალაქე, ის როგორი დაცულია საქართველოში, საერთოდ არ არის დაცული საქართველოში,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არა აქვთ. 

დღის ამბები