27 დეკემბერი 2024,   04:26
ვრცლად
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი აღარ აირჩევს კორუმპირებულ, ქვეყნის შემარცხვენელ ივანიშვილს" - შალვა ნათელაშვილი

„მე შორს ვარ გაოცებისა და გაკვირვების სინდრომისგან, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე,“ - ეს შეფასება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერების შეფასებისას გააკეთა.

ჩანაწერებში მიხედვით ირკვევა, რომ ომეგა ჯგუფს გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი, ყოფილ პრემიერზე საუბრობს და ამბობს, რომ ის შექმნილი ყალბი, ქველმოქმედის იმიჯით შევიდა ქართულ პოლიტიკაში.

„თუ მანამდე ჰქონდა 10 მილიარდი, დღეს მას 50 მილიარდი აქვს გადამალული ობშორულ ზონებში, ყველა იმ ცენტრში, სადაც ფული არ კონტროლდება და სადაც ირიცხება შავი თანხები ნარკოტიკებში, იარაღებში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართველი მოსახლეობა აღარ აირჩევს კორუმპირებულ ხელისუფლებას".

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი აღარ აირჩევს კორუმპირებულ, ნარკობარონ გადამგდებ, ქვეყნის შემარცხვენელ ივანიშვილს, კალაძეებს, მამაცაშვილებს, ქუმსიშვილებს და კვირიკაშვილებს და ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს, განვითარებას,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციულ სისტემა არსებობს და შესაბამისად, ამ სისტემის დროს რეალური სახელმწიფო არ არსებობს.

„ივანიშვილმა მთელი ქვეყანა გაიფორმა თავის სახელზე. რა თქმა უნდა, სანამ ეს კორუფციული სისტემა გვექნება, კორუფციის დროს არც სახელმწიფო არსებობს, არც პოლიტიკა, არც ზნეობა და არც ხალხი არსებობს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აპირებს, შექმნას საპრეზიდენტო ანტიკორუფციულ საბჭოს. ის მზად არის, რომ კორუფციული სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობს, შეცვალოს. 

 

დღის ამბები