21 დეკემბერი 2024,   20:37
ვრცლად
სარალიძე იქ არ უნდა იდგეს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქცია - ირაკლი კობახიძე

ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის "ნაციონალების" აქცია - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ზაზა სარალიძის აქციასთან დაკავშირებით “TV პირველის” ეთერში გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ძირითადი ნაწილი გამოძიებულია და სამართალდამცველებს ხელი არავისთვის დაუფარებიათ. ის რომ მოკლული მოზარდისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებლის ვინაობა დადგენილი არ არის, კობახიძე ამბობს, რომ ამას ობიექტური მიზეზი  აქვს.  

„იქ არ უნდა იდგეს. ამ საქმეში ყველამ იცის კარგად ყველაფერი. ეს არის "ნაციონალების" აქცია, რომლებმაც ასევე კარგად იციან ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია. ეს საქმე არის გახსნილი 90% სიზუსტით, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, იმას, რომ არ არის უტყუარად 100% დადგენილი სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი, ამას აქვს ობიექტური მიზეზი. ხელის დაფარება - მსგავსი ვერაფერი დაადგინა კომისიამ და ეს არც წერია კომისიის დასკვნაში.

"რაც შეეხება მირზა სუბელიანის დაჭერას, მე სერიოზული კითხვები მაქვს. მირზა სუბელიანი იყო მთავარი მოქმედი პირი, იმ  მ.კ-სთან ერთად, რომელმაც მისცა პროკურატურას დანაშაულის სწრაფად გახსნის შესაძლებლობა, ეს არის რეალობა და მეორე არის ტყუილი რომელსაც ჩვენ ვისმენთ მუდმივად მედიასაშუალებების მეშვეობით,“-ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

დღის ამბები