21 დეკემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ომბუდსმენის წარმომადგენელს ხვდებიან

ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილესთან მართავენ შეხვედრას.

ოპოზიციის წარმომადგენლები ომბუდსმენის აპარატს მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”საქართველო ლიდერთა შორის” დამფუძნებლის, მამუკა გამყრელიძის თქმით, რა დიაგნოზითაც მერაბიშვილს მკურნალობენ, მასზე დადებითად არ მოქმედებს და მისი მდგომარეობა უფრო უარესდება.

„ამ ადამიანის მოკვლა, ჩემი აზრით, უღირსი საქციელი იქნება ხელისუფლების მხრიდან. თუ ვანო მერაბიშვილს არ გამოუშვებენ, კანონის გათვალისწინებით და ასევე, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ მივიღოთ დადასტურება იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტპატიმარი და შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლობა მის პატიმრობასა და მის მდგომარეობაზე, თავიდან ბოლომდე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილი მე-6 წელია, უფანჯრო საკანში იმყოფება, რაც მისი შეფასებით, წამების ტოლფასია.

„ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ფართო სპექტრია საკმაოდ, ონკოლოგიიდან დაწყებული, სისხლის ძარღვებით და ინტოქსიკაციით, შესაბამისად, საჭიროა, ძალიან დეტალური და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რის საშუალებაც დღემდე ივანე მერაბიშვილს არ აქვს,“ - განაცხადა ხარატიშვილმა.

დღის ამბები