27 დეკემბერი 2024,   07:21
ვრცლად
გურამ თუშუშვილი მსოფლიო ჩემპიონია

აზერბაიჯანში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე წონის წარმომადგენელმა, გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა და მესამე ძიუდოისტი გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ქართულმა დელეგაციამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში 3 მედალი მოიპოვა - ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის.

დღის ამბები