27 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
დაისაჯონ არა მხოლოდ ის პოლიციელები, ვინც მონაწილეობდნენ, არამედ ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება - ბოკუჩავა სარალიძის დაკავების მცდელობაზე 

„დაისაჯონ არა მხოლოდ ის პირები, ვინც მონაწილეობდნენ, არამედ ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის წინ გააკეთა, სადაც შვილმოკლული მშობლების აქცია მიმდინარეობს. 

ბოკუჩავა დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც სამართალდამცავებმა ზაზა სარალიძის მანქანა გააჩერეს და კარვები ჩამოართვეს.

ბოკუჩავას თქმით, აუცილებელია, რომ ამ სამართალდამცავების იდენტიფიცირება მოხდეს და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მათ კანონი დაარღვიეს.

„პირდაპირ მივმართავთ ხელისუფლებას, ერთი, რომ მოახდინოს იმ პირების იდენტიფიკაცია, ვინც გასცა უკანონო ბრძანება, რომ ეს სპეცოპერაცია ჩაეტარებინათ და დაისაჯონ არა მხოლოდ ის პირები, ვინც მონაწილეობდნენ, არამედ ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება და ასევე, დააბრუნონ ის ნივთები, რაც გაიტაცეს ზაზა სარალიძის მანქანიდან, სირცხვილია, მართლა, სად ვცხოვრობთ,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტის წინ ამ წუთებში ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები უკვე იკრიბებიან.

ზუსტად 20:00 საათზე კი შვილმკვდარი მამები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები