27 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში გაეროს ღონისძიებების ფარგლებში გამართული კონფერენციის უმაღლესი დონის დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც ტრანსატლანტიკური სივრცის მომავალს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პერსპექტივებს უკავშირდება.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს წვლილი იქნება. 

„საუბარი იქნება საქართველოსთვის უაღრესად აქტუალურ საკითხებზე, უსაფრთხოებაზე, გამახვილდება ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზოგადად, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავალზე. მთავარი თემა იქნება სწორედ საქართველოს უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები