27 დეკემბერი 2024,   07:33
ვრცლად
"აქცია ამ წუთიდან იქნება სწორედ პოლიტიკური" - შვილმოკლული მამები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებენ

შვილმოკლული მამები პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება „ქრონიკა“ პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

ელისო კილაძის თქმით, ის შვილმოკლული მშობლების სათქმელს ამბობს და აცხადებს, რომ დღეიდან პოლიტიკური აქციები იწყება.

ელისო კილაძე ყველა პოლიტიკურ პარტიას, საპარლამენტოს და არასაპარლამენტოს დღეს 21:00 საათზე პარლამენტის წინ, შვილმოკლული მშობლების მხარდასაჭერად მისვლისკენ მოუწოდებს.

ელისო კილაძის განცხადებითვე, მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალიდან სუს-ი გეგმავს ჩანაწერების გავრცელებას, სადაც სარალიძე პოლიტიკოსებთან საუბრობს.

კილაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტის წინ ენმ-ის აქცია მიმდინარეობს.

ელისო კილაძის თქმით, შვილმოკლული მშობლები მე-16 დღეა, პარლამენტის წინ აქციას მართავენ, რომელიც დღემდე აპოლიტიკური იყო. ელისო კილაძე საპარლამენტო პარტიებს მოუწოდებს, დაიწყონ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა.

დღის ამბები