27 დეკემბერი 2024,   06:46
ვრცლად
მივმართავ მთელ საქართველოს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდში ამ სისხლიანი რეჟიმის დასრულებისთვის - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„დიდი თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით,“ - ეს განცხადება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, პანკისში, ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოქალაქეებს და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მიმართა. მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "სისხლიანი რეჟიმი" უწოდა. 

„დიდი თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით, ასევე მივმართავ მთელ საქართველოს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდში ამ სისხლიანი რეჟიმის დასრულებისთვის,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამ წუთებში, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები