27 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შვილმოკლულ მშობლებს სოლიდარობას უცხადებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შვილმოკლულ მშობლებს სოლიდარობას უცხადებს. გაერთიანების ლიდერები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შვილმოკლულმა მშობლებმა პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დგომისკენ მოუწოდეს.

ვაშაძე აცხადებს, რომ შვილმოკლულ მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ.

„ეს არის ენით აღუწერელი უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება, პირდაპირი ძალადობა, თავდასხმა, არ ვიცი, მართლა როგორ უძლებენ და გააუბედურეს ეს ადამიანები ჯერ თავისი შვილების ტრაგედიით და მერე იმ ყველაფრით, რაც აქ ხდება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია შვილმოკლულ მამებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დღესვე დაიწყებენ. 

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პოლიტიკურ ლიდერებს მხარდაჭერისკენ დღეს მოუწოდეს. მათი თქმით, დღეიდან პოლიტიკურ აქციებს იწყებენ და ყველას გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები