27 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ფეხით გავლილი გზა და პროტესტი ოკუპაციას - გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდზე საქართველოს დროშას აღმართავს

12 დღე, 288 საათი და 300 კილომეტრი - სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული აგრესიას ენგურის ხიდზე გააპროტესტებს, სადაც მან საქართველოს დროშა უნდა აღმართოს და ოკუპანტ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ უთხრას, რომ აფხაზეთი საქართველოა.

მაქარაშვილისთვის დანიშნულების დრო 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე, ადგილი კი - ენგურის ხიდი.

გიგა მაქარაშვილი რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად თბილისიდან 14 სექტემბერს წამვიდა. დღეში 25 კილომეტრიანი მანძილის გავლის შემდეგ ღამეს ტყეში, კარავში ათენებს. მიზნის მისაღწევად რამდენიმე საათი დარჩა.

საქართველოს დროშითა და ზურგჩანთით პროტესტის მე-12 დღეს სამოქალაქო აქტივისტი ზუგდიდში ჩავიდა. ფეხით მიმავალი გზაში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების ბუნდოვანი და გაუგებარი პოლიტიკის ფონზე, სამოქალაქო აქტივიზმი და პატრიოტული მუხტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

ენგურის ხიდამდე ფეხით მარტო მიმავალს მოქალაქეებმა მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

ავტორები: თაკო სურგულაძე, ემა გოგოხია

დღის ამბები