27 დეკემბერი 2024,   07:44
ვრცლად
სოფელ ხუცუბანში 17 წლის გოგონა მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში 17 წლის გოგონა მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა.

გარდაცვლილის მეუღლის ოჯახს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს, ისინი ოჯახურ ძალადობას გამორიცხავენ.

არასრულწლოვანი სამი წელი არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. ის უკვე გადაასვენეს იმერეთში, მშობლების სახლში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები