27 დეკემბერი 2024,   07:17
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება - დაკავებული გია თვალავაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი, სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. "კურიერის" ინფორმაციით, გია თვალავაძე ცოტა ხნის წინ, ჩაფიძის კლინიკაში მოათავსეს.

თვალავაძე ერთ -ერთია, რომელსაც სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირი. 

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე 24 სექტემბერს სპეცოპერაციისას საკუთარ კაბინეტში დააკავეს, მას სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება ედება ბრალად.

დღის ამბები