27 დეკემბერი 2024,   07:48
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ შვილმოკლულ მშობლებს სოლიდარობას უცხადებს

„ევროპული საქართველო“ შვილმოკლულ მშობლებს სოლიდარობას უცხადებს. პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

პარლამენტის წინ მივიდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს.

კახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა იმ პირის ვინაობა, რომელიც დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობდა, თუმცა, მას ბრალი არ აქვს წარდგენილი.

ოთარ კახიძე სარალიძის საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ საზოგადოების პროტესტი გაიზრდება.

„პროკურატურამ და შსს-მ იმის ნაცვლად, რომ შვილმოკლულ მამას შეუზღუდონ სამართლიანი პროტესტის გამოხატვა, ამის ნაცვლად უნდა გადადგან ორი ნაბიჯი, ერთი, დაიწყონ დაუყოვნებლივ მ.კ.-ს სისხლის სამართლებრივ დევნა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც აღწერილია კომისიის დასკვნაში და მეორე, იმ პირების ქმედებებში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, ვინც ხელს აფარებდა სწორედ ხსენებულ პიროვნებას, ეს პირები არიან საქმის მწარმოებელი გამომძიებელი ფიფია, საქმის ზედამხედველი პროკურორი, ფხაკაძე და მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. შვილმოკლული მამები უკვე დღეიდან პოლიტიკურ აქციებს იწყებენ და ყველას გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები