26 დეკემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"თუ პრეტენზიებს უყენებენ პროკურატურას, რომ ვერ დაადგინა მკვლელი, რატომ არ აქვთ იგივე პრეტენზია საგამოძიებო კომისიასთან?" - ირაკლი კობახიძე

„აქცია არის "ნაციონალური მოძრაობის" მართული“ - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ აქვთ აქციის მონაწილეებს პრეტენზია პროკურატურასთან და არა დროებით საგამოძიებო კომისიასთან, რომლებმაც ერთნაირი შედეგი დადეს

„რაც შეეხება მოთხოვნებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ  თუ პრეტენზიებს ვუყენებთ პროკურატურას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვერ დაადგინა მკვლელის ვინაობა, გაუგებარია მაშინ ამ აქციის მონაწილეები, რატომ არ უყენებენ იგივე პრეტენზიას დროებით საგამოძიებო კომისიას. ხო არის გაუგებარი. ერთი და იგივე შედეგი დადო პროკურატურამაც და საგამოძიებო კომისიამაც. ერთი მიმართ აქვთ კითხვები. მეორის მიმართ არ აქვთ კითხვები. აქ ლოგიკა არის მარტივი და ამ  ლოგიკაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები