26 დეკემბერი 2024,   23:08
ვრცლად
"ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა" - საპატრულო პოლიციის უფროსი

პარლამენტის წინ, შვილმოკლული მამების მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ დაკავებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი.

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სულ აქციაზე ხულიგნობის მუხლით 3 პირი დააკავეს.

"წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული იქნა სამი პირი. აქედან ერთ-ერთმა პირმა ჩაამსხვრია პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა და შესაბამისად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება, ასევე ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით 166-ე , 173-ე მუხლების ადმინისტრაციული წესით.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება .

ჩვენ ვუთანაგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური ზომები მიღებული როგორც იყო გუშინ," - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

დღის ამბები