26 დეკემბერი 2024,   23:00
ვრცლად
დავით სერგეენკო გაეროს ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული პანელის თავმჯდომარე იყო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გაეროს ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული პანელის თავმჯდომარე იყო. პანელი მსოფლიოში ტუბერკულოზის წინაღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა,

სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა მსოფლიოში ტუბერკულოზის დამარცხების გზებზე ისაუბრეს.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დავით სერგეენკომ ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში დინამიკა, საბედნიეროდ, დადებითია, გაუმჯობესებაა, თუმცა მთელ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოში გამოწვევად რჩება წამალზე რეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმები, რომელიც ყველაზე რთულია სამკურნალოდ. ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა გაუმჯობესებული გვაქვს, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მშვიდად ვიყოთ, რადგან კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო ამ რეზისტენტულ შტამპთან სამკურნალოდ,“- განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტს. 

დღის ამბები